
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა 3 მარტი, ამ დღეს მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება - „მადლობა დედა“, მიეძღვნა.
ღონისძიებაში Iა კლასის მოსწავლეები დიდი სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, მრავალფეროვნად მორთულ გარემოში შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს და დედებს ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მასწავლებლის - ეთერ ბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა ეს დღე დედებს დიდი სიყვარულითა და ემოციური სიტყვით მიულოცეს.
„გილოცავთ დედის დღეს! უღრუბლო ცას, ზღვა წარმატებას და ბედნიერ დედობას გისურვებთ, გვიყვარხართ და გვეამაყებით...“, - ამ სიტყვებით დასრულდა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: