
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ქალთა დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში აქტივობები განხორციელდა.
კერძოდ, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, მისალოცი ბარათები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: