აზმანის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, ამის მიზეზი კი დედის დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობაა.
მოსწავლეებმა თემატური პოსტერი დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული სითბოთი ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესო ნამუშევარი შექმნეს.
მათ დედის დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა დედების გახარება შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს