„ვინ უკეთ“ - საინტერესო ვიქტორინა-კონკურსი ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
06-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გრძელდება აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას. აღნიშნული მიზნით, VI ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლოლა ტოფაძე) დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“.

სააზროვნო კითხვები, როლური გათამაშება, კროსვორდების შევსება - ეს ის დავალებები იყო, რომლებიც მოსწავლეებმა წინასწარ მოიფიქრეს და მოამზადეს.

კონკურსის შედეგები სამართლიანად შეაფასეს ჟიურის წევრებმა. აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“ გამარჯვება წილად ხვდათ I ჯგუფის მოსწავლეებს.

„აღნიშნული აქტივობის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლებში, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში სავალდებულო საგაკვეთილო აქტივობების გარდა, აუცილებელი სასიცოცხლო პროცესია. ის უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს, მათ შესაძლებლობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203