დაბა ურეკის საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები პედაგოგ - ანა ჯაბუას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ არაერთი თემატური სიმღერა შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პატარებმა საყვარელი დედიკოების გულის გახარება შეძლეს. საზეიმო განწყობას შესაბამისად - ბუშტებითა და დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ზოგადად, დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
„გილოცავთ დედის დღეს საყვარელო დედიკოებო გვიყვარხარ და გვეიმედები“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: