ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე დეა გორაძე გაცვლითი პროგრამით აშშ-ში ისწავლის
06-03-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე ზრუნავენ. მათ შრომას კი შედეგი გამოაქვს.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ ია ბლაგიძის სადამრიგებლო Xბ კლასის მოსწავლე დეა გორაძე გაცვლითი პროგრამა FLEX-ის გამარჯვებულია. ის ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვრებს და იქაურ სკოლაში ისწავლის.
სკოლაში ამ ფაქტით ამაყობენ, მოსწავლის წინსვლა ახარებთ და ულოცავენ.
„ეს, სწორედ ის მომენტია, როცა შრომა ფასდება. დეა გორაძე საამაყო მოსწავლეა სკოლისთვის. ვულოცავთ დეას წარმატებულ შედეგს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს