
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, გეოგრაფიაში, პედაგოგ არჩილ სადუნაშვილის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.
თამაშის მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგნის კარგი ცოდნა გამოავლინეს. მათ ცოდნასთან ერთად, აღნიშნულ დღეს, ასევე სხარტი აზროვნებაც წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სხარტი აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: