ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
06-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ამის მიზეზი დედის დღე იყო, რომელთან დაკავშირებითაც პირველ კლასში ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, სიხარულითა და ინტერსით ჩაერთნენ. მათ საყვარელი დედების მიმართ დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს.
სცენიდან ომახიანად ისმოდა ლექსები, სიმღერები: „დედა ,დედიკო, ჩემო ლამაზო“, „ამიყვანე მეცხრე ცაზე დედი“ და სხვები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს სიცოცხლისა და სილამაზის ზეიმი იყო.
„3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენც შევუერთდით მილოცვებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს