
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების -ეკა იაკობიძისა და ლია კოვზირიძის ხელმძღვანელობით, მკითხველთა კლუბი ფუნქციონირებს.
კლუბის შექმნის დღიდან სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა: მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს, მსჯელობენ წაკითხულის გარშემო, ეწყობა გასვლითი ღონისძიებები, ლიტერატურული დისკუსიები და სხვა. მკითხველთა კლუბის ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება და ჩატარებაა.
ამჯერად, მკითხველთა კლუბის წევრების აქტიური მონაწილეობით, ღონისძიება - „დედავ- სიცოცხლის დიდო საწყისო“ დაიგეგმა და განხორციელდა. ის მრავალფერივნებით გამოირჩეოდა.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს. მათ ემოციურად, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დედაზე, იმღერეს, იცეკვეს.
„სასკოლო საზოგადოება მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა წარმოადგინეს განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მკითხველთა კლუბის წევრებს მრავალფეროვანი და საინტერესო დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: