ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და ოკუპაცია დაგმეს
06-03-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, ოკუპაციის თემაზე, მე-6 კლასის მოსწავლე ნინი ხეცურიანმა პრეზენტაცია მოამზადა.
გარდა ამისა, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: „რა?სად?როდის?“ გამარჯვებულ გუნდს კი სიგელი გადაეცა. ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელი მზია მუშკუდიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
„დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს“,- ამბობენ სკოლაში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 103 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს