ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩილინგარაშვილმა ფოტოკონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
28-05-2018
ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოზარდებში ფოტო ხელოვნების პოპულარიზაციას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფოტოების კონკურსი ჩატარდა.
თემა გახლდათ - „ეს საქართველოა“.
ახალციხის №5 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე მარიამ ჩილინგარაშვილმა აღნიშნულ ფოტოკონკურსში რეგიონის მაშტაბით პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის მიერ დაჯილდოვდა.