
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი მათგანი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამუნა ანთაძეა, რომლის მიღწევითაც სკოლაში ამაყობენ. მოსწავლე საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ ჩაერთო, ცოდნა გამოავლინა და ღირსეულად იასპარეზა. შედეგად კი, ყველა ტური მაღალი შედეგებით დაძლია და ფინალში გადავიდა.
სკოლაში მისი წარმატება ახარებთ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული ღონისძიების ორგანიზებისათვის.
თამუნიკო, გილოცავთ მიღწეულ წარმატებას! წინ ფინალია და გამარჯვების გასაღები შენს ხელთაა“,- ამბობენ სკოლაში.
საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ თავის თავში მოიცავს, როგორც ისტორიული მოვლენების ფაქტობრივ ცოდნას, აგრეთვე წარსულის ღრმად გააზრებას და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას.