ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც თითოეული მოსწავლის წარმატებულ მომავალზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მათ თავდაუზოგავ შრომას შედეგი გამოაქვს. ამის ნათელი დასტურია ის წარმატებაც, რაც 6 წლის ლიზი ქაცარიძემ მიაღწია. მან „სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის“ 100%-ანი გრანტი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ულოცას უსაყვარლეს ლიზიკოს 100%-იანი გრანტის მიღებას და უამრავ წარმატებას უსურვებს ცხოვრების გზაზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: