საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
06-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის კონკურსში ერთვებიან. 

მათ შორის იყო მეტყველების კონკურსი, რომელიც ინგლისურ ენაში ჩატარდა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, რისთვისაც გამარჯვებული მოსწავლეები ღირსეულად დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მათ მეტი მოტივაცია მიეცათ, რათა მომავალში კიდევ უფრო გაიუმჯობესონ უცხოური ენის ცოდნა.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203