
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით თამაშსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
მათ შორის იყო ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“, რომელშიც მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ. აღნიშნული წარმატებისთვის, კი შემოდგომა-ზამთრის სეზონის გამარჯვებულები ღირსეულად დაჯილდოვდნენ.
სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში, კვლავ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე სკოლის პედაგოგები დაუღალავად შრომობენ. სასკოლო საზოგადოება კი მათ ყოველ წარმატებას მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: