„გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ - აჭყვას საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული პროექტი
06-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, თუ რამდენად დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას დედამიწა.

„პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. მათ გაიაზრეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამ კუთხით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ისინი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი მირანდა ქათამაძე.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცნობიერებას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203