„მსოფლიოს შვიდი საოცრება“- ზესტაფონის მომავლის სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო თემაზე იმუშავეს
06-03-2024
ზესტაფონის მომავლის სკოლის პედაგოგების მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა წარმატებული მომავალი და მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა. ისინი აღსაზრდელებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო თემაზე იმუშავეს და პრეზენტაცია - „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ მოამზადეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და დაახარისხეს.

მოსწავლეებმა საოცრებების შექმნის ისტორიასა და არქიტექტურაზე ამომწურავად ისაუბრეს. პრეზენტაციის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაია გუმბერიძე იყო. 

მეშვიდეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203