
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ამჯერად, სკოლაში დედის დღე იზეიმეს. ღონისძიება IX კლასის მოსწავლეთა ორგანიზებით და ყველა კლასის ჩართულობით გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ბავშვებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
აღსანიშნავია, რომ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები სიყვარულისა და ემოციების გაზიარებას ბავშვებს დაწყებითი კლასიდან ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: