„ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო კლასის საათი
06-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, მე-5 კლასში, დირექტორისა და ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგის - ფაქიზო ფანჩულიძის ჩართულობით, კლასის საათი - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ ჩატარდა.

მთელი კვირის განმავლობაში, მოსწავლეებს მიცემული ჰქონდათ დასაწერად თავისუფალი თემები: „დედა სიცოცხლის საწყისი“ და „ქალი და მარტი - გაზაფხულია“. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს და საკუთარი ნამუშევრები წაიკითხეს. მათ ნაწერებში თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს და გაზაფხულის დღესასწაულები ყველა ქალს მიულოცეს.

„დედა ყველაზე ძვირფასი სიტყვაა, სიცოცხლის საწყისი და ფასდაუდებელი განძი. კლასის საათს ათბობდა და აბედნიერებდა გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს სკოლაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203