
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ხატია ბარამიძის ხელმძღვანელობით პროექტი „რეზო და ბავშვები“ განახორციელეს და როგორც აღნიშნავენ, რევაზ ინანიშვილის სამოთხეში იმოგზაურეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ავტორის რჩეული მოთხრობები და მოაწყვეს წაკითხული ტექსტების საჯარო განხილვა.
მათ საინტერესოდ იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობებში ისინი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„თუ სამოთხე ბედნიერი წუთებია, თუ სამოთხე ბავშვობაში დაბრუნებაა, მაშინ ლიტერატურული სამოთხე რეზო ინანიშვილის პროზა ყოფილა, სადაც ბედნიერი ღიმილით დარბიან უბოროტო და მარადიული ბავშვები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები: