„გამოიცანი მელოდია“- წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
06-03-2024
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, როგორც სკოლის დირექტორი - მაია მესხია გვიყვება, მუსიკის პედაგოგ ნათია მიქავას ინიციატივით, ღონისძიება - „გამოიცანი მელოდია“ ჩატარდა. მისივე თქმით, მოსწავლეების აქტიურობამ ზენიტს მიაღწია. ჟიური და დამსწრე საზოგადოებაც ემოციას ვერ მალავდა. მონაწილე გუნდები პედაგოგმა სიგელით და დიპლომით დააჯილდოვა.

ჟიურიმ ნომინაციაში - „დღის ტალანტი“ ორი მოსწავლე - ბარბარე ღვინჯილია და გიორგი ალასკაროვი გამოავლინა, ისინი ხელმძღვანელმა მასწავლებელმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

„მადლობით მინდა დავიწყო და ეს მადლობა ეკუთვნის ჩვენი სკოლის „ჭრიჭინას“, მუსიკის პედაგოგს - ნათია მიქავას, რომელიც სისტემატიურად გვანებივრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით. მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით“,- წერს სკოლის დირექტორი მაია მესხია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203