
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მოსწავლეები π რიცხვის საიუბილეო დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ისინი მასთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
პირველ ეტაპზე, დაწყებით (II-IV) და საბაზო (VII-IX) საფეხურის მოსწავლეებს შორის შიდასასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ანალიტიკური, სწრაფი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე საინტერესო იყო მოსწავლეთათვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები: