
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში გიმნაზიის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის IIIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, საექსპერიმენტო საცხობში - „მართლა ბიო“ იმყოფებოდნენ.
მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ხორბლის მოყვანის შესახებ, ასევე გაეცნენ ფქვილის და შემდგომ პურის მომზადების ისტორიას, ნატურალური პროდუქციის წარმოების აუცილებლობას და მნიშვნელობას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მათ თავად გამოაცხვეს პური და დააგემოვნეს კიდეც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოზარდები კმაყოფილი და დიდი ცოდნით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: