„დედაო ჩემო, ჩემო ღმერთქალო“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
06-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, IIIა კლასში, დედის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალურ-ლეტერატურული კომპოზიცია - „დედაო ჩემო, ჩემო ღმერთქალო“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, დამრიგებლის - ლელა ჩირგაძის ხელმძღვანელობით, უდიდესი სიხარულით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პატარები თემატური ლექსებითა და სიტყვებით უსაყვარლეს დედებს მოეფერენ. გარდა ამისა, იმღერეს, ეროვნული ცეკვები შეასრულეს და დედებს 3 მარტი თავიანთი ხელით დამზადებული ბარათებით მიულოცეს.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. მან გულთბილი სიტყვებით მიულოცა მშობლებს დედის დღე და მადლობა გადაუხადა პატარებს ლამაზი დღისთვის.