„მწვერვალ მუწის განვითარება“ -  ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, კვლევის ანალიზზე დაყრდნობით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
06-03-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, VIII-IX-XI კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლის - თინა მუკბანიანის  ხელმძღვანელობით, წარადგინეს სქემა-პროექტი თემაზე - „მწვერვალ მუწის განვითარება“.

კლასში, მათ ასევე მოაწყვეს პრეზენტაცია კვლევის ანალიზზე დაყრდნობით. ბავშვებმა მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს.

„მოსწავლეები გახდნენ მწვერვალი მუწის პირველი ელჩები და მცველები. მათ გააცნობიერეს მწვერვალის მდგრადი განვითარება, როგორც ეკოტურიზმის წვლილი ადგილობრივ მოსახლეობასა და ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203