წეროვნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა მესხორაძე და მისი მოსწავლეები ინგლისურენოვან ვებინარში მონაწილეობდნენ
06-03-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტოვირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ისინი ამ მიზნით, არაერთ აქტივობას მართავენ. ერთ-ერთი ასეთი ინგლისური ენის პედაგოგი ირმა მესხორაძეა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები უცხო ენას დიდი წარმატებით ეუფლებიან. 

ამჯერად, კი ირმა მესხორაძემ მოსწავლეები ინგლისურენოვან ვებინარში ჩართო, რომელშიც უცხოელი მასწავლებელი და მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენის ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, მათ ინგლისურად ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაიცნეს. 

„მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ჩვენ ერთი ენა გვაერთიანებს. ეს შესანიშნავი და საინტერესო ვებინარი იყო“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203