„ნიუტონის საღამო“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
06-03-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით პროექტის - „ნიუტონის საღამო“ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას  VII, VIII, X კლასების მოსწავლეები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ისააკ ნიუტონის ცხოვრების, მოღვაწეობის, აღმოჩენების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და მსმენელს გააცნეს.. მათ ასევე კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც ნიუტონის კანონები დაიტანეს.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები ბავშვებს მოტივაციას აძლევს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203