
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს ესწრებიან და აქტივობებში მონაწილეობენ.
ამჯერად, ნულოვანი დისკრიმინაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების - ევგენია ჩიტიაშვილისა და დათო ტაბახმელაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეები ესტუმრნენ სახალხო დამცველის აპარატს - კერძოდ, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტს.
უფლებადამცველებმა - გიორგი კაპანაძემ და გიორგი ტყებუჩავამ, მოსწავლეებთან ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრა გამართეს. მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე, მათ განიხილეს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დღეს მოსწავლეები, ასევე, ესტუმრნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს“, სადაც გაეცნენ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებს.
ეს დღე მოსწავლეთათვის ინფორმაციული და საინტერესო იყო. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: