„კლდის სფეროს ტექტონიკური ფილები“ - ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო საკვლევ თემაზე იმუშავეს
06-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო, სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებელმა - ჰასმიკმა ანტანოსიანმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილზე, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს საპროექტო კვლევითი სამუშაო თემაზე - „კლდის სფეროს ტექტონიკური ფილები“.

დავალება მათ წარმატებით გაართვეს თავი.

„აღნიშნული დავალების შესრულების დროს, მოსწავლეები თავიანთი შემოქმედებითი და უნიკალური მიდგომებით ბრწყინავდნენ. მათ ტექტონიკური ფილების მოზაიკას, ანუ ფაზლის თავსატეხს შესანიშნავად გაართვეს თავი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203