რუსთავის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეზე ჰაერში მტრედები გაუშვეს
28-05-2018
რუსთავის N16 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელემა სკოლის ეზოში ღონისძიება ჩაატარეს, ეროვნული სამოსით შეიმოსნენ და 1918-1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა ჰაერში მტრედები გაუშვეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს