დედის დღისადმი მიძღვნილი ამაღელვებელი ღონისძიება გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში
07-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

ზეიმი დაიწყო „სლაიდებით“, სადაც წარმოდგენილი იყო დედებისა და  შვილების ფოტოსურათები, რამაც მშობლებს განსაკუთრებული ემოცია მოჰგვარა. პატარებმა დედიკოებს აჩუქეს იები/ფურუსულები, ასევე შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, მინი-სპექტაკლები გაითამაშეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203