ეკის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო
06-03-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.

ახლახან, სკოლაში დირექტორის - ლელა სიჭინავას მხარდაჭერით გამწვანების აქცია მოეწყო. ბიოლოგიის მასწავლებლის - ლალი კარტოზიას ხელმძღვანელობით, აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ წევრები, მშობლები და მასწავლებლები.

„თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა სკოლის ეზოს გამწვანებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობის მეშვეობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მოფრთხილება.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203