ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
06-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეული აქტივობებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ანგინ ტიტოიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და დედის დღის შესახებ ისაუბრეს, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ბავშვებმა კი საყვარელი დედების გახარება შეძლეს. 

აღსანიშნავია, რომ საზიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203