„კონფლიქტების მართვა - ეს მშვიდობიანი თანაცხოვრებაა“ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეორგოლი ჩაწერეს 
06-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლის სასკოლო პროექტის - „კონფლიქტების მართვა - ეს მშვიდობიანი თანაცხოვრებაა“, ფარგლებში მოსწავლეები ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ გაეცნენ. გაიგეს კონფლიქტის სახეები, მოგვარების გზები, მედიატორის როლი და ა.შ..

გარდა ამისა, „ფორთოხლის მაგალითის“ საშუალებით იმსჯელეს და თემატური ვიდეორგოლი ნახეს. ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაწყებით კლასების მოსწავლეებს აღნიშნული საკითხები გააცნეს. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით, თემატური ვიდეოც შექმნეს. 

ისინი ვიდეორგოლში კონფლიქტის შესახებ საუბრობენ და საკუთარ აზრს გამოთქვამენ. გარდა ამისა, ბავშვებმა სიტუაციური მაგალითებიც გაითამაშეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203