გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მისალოცი ბარათები შექმნეს
06-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, V და III კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას კომპლექსური დავალება - „მისალოცი ბარათი“ შეასრულეს. მოსწავლეებმა ვორდის დოკუმენტში თავიანთი დიზაინით შაბლონი შექმნეს. შემდეგ ეს ნამუშევრები ამობეჭდეს და დედებს 3 მარტი მიულოცეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთო.
მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საყვარელი დედიკოები გაახარეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მისალოცი ბარათი პირველი კლასის მოსწავლემაც დაამზადა, მან დედას 3 მარტი ვიდეოჩანაწერის საშუალებით მიულოცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს