ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა 
05-03-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, VIII კლასში (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“

წარმოდგენილი იყო 4 გუნდი, კონკურსანტებს უნდა გამოეცნოთ ნაწარმოების ავტორი, პერსონაჟი, ტექსტიდან ამონარიდი, პასუხობდნენ ბლიც-კითხვებს. აქტივობის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცირა კუბლაშვილი.

ღონისძიების ხელმძღვანელმა გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203