მარნეულის N1 საჯარო სკოლაში დედის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
06-03-2024

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა პედაგოგთა დახმარებით სკოლის გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთეს. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა ამ აქტივობების მეშვეობით დედების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს, რამაც მათი მშობლები გაახარა.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203