
მარნეულის N6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა საკითხავი ლიტერატურით გამდირდა.
ბიბლიოთეკას საბავშვო წიგნების კრებული შეემატა, რომელიც სკოლას „სულაკაურის გამომცემლობამ“, აჩუქა.
სკოლაში ძალიან ახარებთ ყურადღება და ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს შეეძლებათ წიგნიერების დონე ახალი და საინტერესო ნაწარმოებებით აიმაღლონ.
სკოლა დიდ მადლობას უხდის გამომცემლობას ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.