ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს მამოტივირებელ, საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ესთეტიკის კათედრამ, ტექნოლოგიების მასწავლებელთან ერთად, მუსიკალური კონკურსი - „ვიმღეროთ ერთად“, ჩაატარა. მასში მოსწავლეებითა და მასწავლებლებით დაკომპლექტებული სამი გუნდი: „პეპელა“, „ვარსკვლავები“ და „ჰარმონია“ მონაწილეობდა.
კონკურსი ძალიან სახალისო და ნაყოფიერი გამოდგა, სასკოლო საზოგადოებამ დრო სასიამოვნოდ გაატარა და დაუვიწყარი მოგონებები დააგროვა. ღონისძიება მასწავლებლების - თეა შათირიშვილის, ნონა ურუშაძის, თამარ ფიფიასა და ნინო თოდრიას ჩართულობით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კონკურსისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნა, დამზადდა რეკიზიტები და დეკორაცია.
იხილეთ ფოტოები: