„მიყვარხარ დედა!“- ძველი ანაგის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება
05-03-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მორგი მრავალფეროვანი, ფერადი და ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
I კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ ნატალია ნადირაშვილთან ერთად, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მიყვარხარ დედა!“, მოაწყვეს. მის მიმდინარეობაში საზეიმოდ - თეთრსა და იისფერ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები დიდი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული ღონისძიება მაყურებლისათვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. სკოლაში მიწვეულმა სტუმარმა - ზურაბ ბეგიაშვილმ ამ ღონისძიების ავტორს, სკოლის დირექციასა და მშობლებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში პირველი კლასის მოწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთნენ.