„ზარი დედასთან“- გუმბრინის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცეს
05-03-2024
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-6 კლასში აქტივობა - „ზარი დედასთან“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა მშობლებთან დარეკეს, დედიკოებს თბილი სიტყვებით მოეფერნენ და უთხრეს, თუ როგორ უყვართ და აფასებენ. ეს ყოველივე, რასაკვირველია, ძალიან ემოციური აღმოჩნდა. 

მეექვსეკლასელები აღნიშნულ აქტივობაში კლასის დამრიგებლის - ლია ქართველიშვილის თაოსონობით ჩაერთნენ. მათ საყვარელი დედიკოების გახარება შეძლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203