ახალბედისეულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ჯადოსნური ზეიმი
05-03-2024
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. 

ამ მხრივ, საახალწლო პერიოდიც დატვირთული იყო. გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ.

მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო ისტორიები გაიხსენეს. თოვლის ბაბუას კი პატარები ძალიან მოეწონა და დაასაჩუქრა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. 

საზიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203