ივანდიდის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
05-03-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავიანთი ემოციებისა თუ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას შეძლებენ. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა 3 მარტი - დედის დღე.

დედებისადმი უდიდესი პატივისცემა და უსაზღვრო სიყვარული გამოხატეს მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით.

კლასის დამრიგებლებმა სადამრიგებლო საათები მიუძღვნეს დედის დღეს. მოსწავლეებმა გააკეთეს პოსტერები, დაამზადეს მისალოცი ბარათები და  სასაჩუქრე ყვავილების თაიგულები დედებისთვის.

თავიანთი შექმნილი ნამუშევრები მოსწავლეებმა დედებს დიდი სიამოვნებით უსახსოვრეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს 3 მარტი, მათ ბედნიერი დედობა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203