„ჩემო კალამო, ჩემო კარგო“ - მარაბდის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
05-03-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სუფთად და ლამაზად წერის კულტურის განვითარებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, მშობლიური ენის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარა კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემო კალამო, ჩემო კარგო“. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კონკურსში დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კათედრის თავმჯდომარემ, კათედრის წევრებთან ერთად, განიხილა თითოეული მოსწავლის ნამუშევარი და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით გამოავლინა გამარჯვებული კონკურსანტები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. შერჩეული ნამუშევრები კი საჩვენებელ დაფაზე გამოიფინა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203