წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა მესხორაძის დახმარებით, დედებს 3 მარტი ინგლისურ ენაზეც მიულოცეს
05-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში, დედის დღეს, პედაგოგ ირმა მესხორაძის ხელმძღვანელობით, ინგლისურენოვანი ღონისძიებები მიეძღვნა. 

ინგლისური ენის მასწავლებელმა, ღონისძიებები სხვადასხვა კლასში გამართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს, დედებს მისალოცი ბარათები მოუმზადეს, რომელზეც მათი ემოციები და მშობლების უსაზღვრო სიყვარული იყო აღბეჭდილი. დედებს ინგლისურ ენაზე, ემოციური სიტყვითაც მიმართეს, ღონისძიება მათთვის შთაბეჭდილებებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

პოსტერებით დანახული დედის სამყარო“ - ამ აქტივობით შეუერთდა V კლასი საზეიმო აღნიშვნას. მოწაფეებმა დედებს 3 მარტი პოსტერებით მიულოცეს და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.

პედაგოგმა აღნიშნა, რომ თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით იყო ჩართული საზეიმო ღონისძიებაში. 

„Happy Mother's Day - გილოცავთ დედის დღეს. დედა - ყველაზე დიდი ფენომენია ამ სამყაროში. მართალია ერთ პოსტერში ვერ ჩაეტევა ის გრძნობა, რასაც ბავშვები გრძნობენ, მაგრამ მთელი გულით და სულით გააკეთეს“, - აღნიშნა პედაგოგმა და მოსწვალეებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203