საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ღონისძიება მიუძღვნეს 
05-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ინიციატივებს აქტიურდ ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში, თვითმმართველობის წევრის - სალომე ხერგიანის ორგანიზებით საოცარი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა. ღინისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეიბდნენ. ისინი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი სიყვარულით კითხულობდნენ დიდებული პოეტების ლექსებს.

მათ საყვარელ დედებს თბილი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით მიულოცეს 3 მარტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

„უდიდესი სითბო და სიყვარული სუფევდა დარბაზში. დიდი ბედნიერებაა მოსწავლეების ორგანიზებულ ღონისძებაზე დასწრება, რომელიც დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით იყო სავსე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექცია დიდი მადლობას უხდის ორგანიზატორს: სალომე ხერგიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

„დედობა ასეთია,უსიტყვო მზადყოფნაა-

ქარში და ავდარში სიმშვიდის სავანე.

სანამ დედა გვყავს მუდმივი ბავშვობაა,

დედობა სიკეთეა, მეხუთე-სხვა მხარე...

შვილები იზრდებიან,შვილებმა რა იციან,

დედების წინაშე მთებიც მხრებს იდრეკენ!

დედები შვილისთვის ცეცხლშიაც გაივლიან,

შვილებსაც,დედებსაც გვქონოდეს სიკეთე!“ - ეს ლექსი წინ უძღვოდა აღნიშნულ ღონისძიებას.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203