„გაზაფხული და დედა“- ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმტაცი პროექტი 
05-03-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი ჟრიამული იყო.

კლსში პროექტი - „გაზაფხული და დედა“ განხორციელდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაზაფხულის უმშვენიერესი დღესასწაული - 3 მარტი სხვადასხვა აქტივობით იზეიმეს. პატარებმა, საკუთარი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებთან ერთად, თავიანთ დედიკოებს გაზაფხულის მშვენიერი ყვავილებიც მიართვეს, შემდეგ კი დიდი სიყვარულითა და სითბოთი სავსე ლექსები წაუკითხეს.

პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - შორენა ჯავახაძე, კლასის დამრიგებელი - ლანა ზაქარაშვილი, მუსიკის მასწავლებელი - მედეა შარაბიძე და ხელოვნების მასწავლებელი - ფატიმა ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდნენ. 

აქტივობებმა ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი უსაყვარლესი მშობლების გახარება შეძლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203