
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, პედაგოგები მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში საინტერესო აქტივობით დედის დღე აღინიშნა. სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობითა და ასევე აქტიური ჩართულობით დედებს მოულოდნელად დაურეკეს და 3 მარტი მიულოცეს. ბავშვებმა საყვარელ დედებს ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს, ასევე მათზე გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოულოდნელი ზარი დედებისთვის ემოციური აღმოჩნდა. ეს დღე როგორც მშობლებს, ასევე მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მშობლების პატივისცემასა და დაფასებას ასწავლის.
იხილეთ ვიდეო: