წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის IV კლასში დედის დღეს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა
05-03-2024
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც ისეთი განსაკუთრებული თარიღი დარჩენილა, როგორც დედის დღეა. ამასთან დაკავშირებით, IV კლასში თემატური ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დამრიგებელ რუსუდან ეფსიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, დედის დღესა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი საყვარელი მშობლების გახარება შეძლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203