ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი უჩვეულო გარემოში, ორიგინალურად მიულოცეს
05-03-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და სახალისო აქტივობა მოეწყო. მე-7 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მაია რიჟამაძე გახლავთ, საყვარელ დედებს კლასში ტელეფონზე დაურეკეს და 3 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს. აქტივობაში დამრიგებელიც მონაწილეობდა.

მათ ყველაფერი საუკეთესო უსურვეს, თბილი სიტყვებით შეამკეს და მადლობა გადაუხადეს ამაგისთვის.

აქტივობამ კლასში ხალისი შეიტანა, დედები კი ძალიან გაახარა.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

სკოლაში, ყველას ულოცავენ გაზაფხულის შემობრძანებას, დედებისა და ქალთა დღეებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203